• 27-01-2024
    ლუკა შეროზია “სამგურალში” ითამაშებს
    ლუკა შეროზია “სამგურალში” ითამაშებს

    18 წლის ფეხბურთელი, ლუკა შეროზია კარიერას “სამგურალში” გააგრძელებს. ინფორმაციას იმერული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    შეროზიამ ახალ გუნდთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

    საგულისხმოა, რომ ლუკა თბილისის “დინამოს” აკადემიის აღზრდილო გახლავთ და “დინამო 2”-ში თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ შეროზია საქართველოს 19-წლამდე ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი გახლავთ. 

    ახალგაზრდა “ჯვაროსნებმა” კვიპროსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში სწორედ ლუკას დუბლით მოახერხეს ელიტ რაუნდში მოხვედრა.

    Facebook კომენტარები