• 27-01-2024
    “სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა” - Toro-მ საბა საზონოვის თამაში შეაფასა
    “სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა” - Toro-მ საბა საზონოვის თამაში შეაფასა

    როგორც მოგეხსენებათ, “ტორინომ” სერია ა-ს 22-ე ტურის შეხვედრაში “კალიარი” ანგარიშით 1:2 დაამარცხა.

    შეხვედრის 77-ე წუთზე “ტორინოს” შემადგენლობაში ახალგაზრდა ქართველო ფეხბურთელი, საბა საზონოვი ჩაერთო, რომელმაც მშვენიერი შთაბეჭდილება დატოვა.

    ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Toro-მ საბას შესახებ საინტერესო სტატია შემოგვთავაზა:

    “მთავარმა მწვრთნელმა შეხვედრის 77-ე წუთზე შემოიყვანა, რადგან ანგარიში შეენარჩუნებინა. ქართველმა მცველმა დაკისრებულ მოვალეობას იდეალურად გაართვა თავი. ბოლო წუთებზე ჩინებულად ითამაშა და სახიფათო ეპიზოდი განმუხტა. საბას სეზონის საუკეთესო მატჩი ჰქონდა”. - წერს ტურინული სააგენტო.

    ცნობისთვის, საბამ მიმდინარე სეზონში მე-6 შეხვედრა ჩაატარა.

    Facebook კომენტარები