• 27-01-2024
    “შევეცდები გიეონგნამთან ერთად კორეის ჩემპიონი გავხდე” - ინტერვიუ ზურა მუსელიანთან
    “შევეცდები გიეონგნამთან ერთად კორეის ჩემპიონი გავხდე” - ინტერვიუ ზურა მუსელიანთან

    როგორც მოგეხსენებათ, 2023 წლის სეზონი ეროვნული ლიგისთვის გამორჩეული აღმოჩნდა.

    ჩემპიონატის ბოლო ტურის შედვედრაში “გაგრას” მაისურით მოასპარეზე ზურა მუსელიანმა “შუქურას” 7 გოლი გაუტანა, რითაც ისტორიაში შევიდა.

    ზურამ აღნიშნული შეხვედრის შემდეგ ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირის ტიტულის მოპოვება შეძლო.

    24 წლის მოთამაშემ წარმატებული სეზონის შემდეგ სამხრეთ კორეაში გადაბარგება გადაწყვიტა და “გიეონგნამს” შეუერთდა.


    Footballnews.ge ახალგაზრდა ფეხბურთელს დაუკავშირდა და მასთან მცირე ინტერვიუ ჩაწერა:

    – როგორ ფორმაში ხარ და როგორ გრძნობ თავს?

    – გუნდი ერთ თვიან შეკრებაზე ვიმყოფებით. ტაილანდი გავდივართ მოსამზადებელ პერიოდს, ერთი ამხანაგური შეხვედრა ჩავატარეთ გოლი და საგოლე დაგადცემა გავაკეთე. ჯერ ოპტიმალურ ფორმააში არ ვარ, რადგან დატვირთვების ქვეშ მიმდინარეობს ვარჯიშები, მარტისთვის უკვვე კარგ კონდიციებში ვიქნები.

    – გიეონგამში ტრანსფერს როგორ შეაფასებ?

    – ძალიან მოხარული ვარ აქ ყოფნით. კარგი სამწვრთნელო სტაფი, ასევე კარგი თანაგუნდელები მყავს. თავიდანვე თბილად შემხვდა ყველა, რაც ადაპტაციაში ძალიან დამეხმარა.

    – რატომ გადაწყვიტე სამხრეთ კორეაში გადასვლა და სხვა შემოთავაზებები თუ გქონდა?

    – მქონდა სხვა გუნდებიდანაც. შემოთავაზება იყო ორი ევროპული გუნდისგან. ასევე იყო რუსული და უზბეკური გუნდები, მაგრამ ჩემს მენეჯერებთან, ნიკა ხაბეიშვილთან და გიორგი გოგსაძესთან ერთად მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგან გული უფრო აქეთ მიმიწევდა. ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ ფეხბურთი ითამაშო.

    – როგორ მოგწონს ახალი ქვეყანა, როგორ შეაფასებ ახალ გარემოს? 

    – ჯერ არ გამიცნია ქვეყანა. ჩამოვედი თუ არა  მაშინვე შეკრებაზე გადავედი და ვერაფრის ნახვა მოვასწარი. ერთი შეხედვით იმის თქმა შემიძლია, რომ ძალიან ტრადიციული და თბილი ხალხი ცხოვრობს.

    – რა სხვაობა დაინახე საქართველოსთან შედარებით?

    – სულ სხვა დატვირთვებია. დღეში სამჯერადი ვარჯიშები. უფრო მეტად ფიზიკურ მდგომარეობას აქცევენ ყურადღებას. ბევრი სირბილი უნდა შეგეძლოს, ამ კომპონენტების გარეშე აქ თამაშს ვერ მოახერხებ.

    – რა არის გუნდის მიზანი?

    – გუნდის მიზანია K1 ლიგაში დაწინაურება გახლავთ.

    – რა არის შენი მთავარი მიზანი ახალ სეზონში? 

    – ჩემი მიზანია გავიტანო ბევრი გოლი გუნდისთვის და დავეხმარო K1 გადასასვლელად.

    – შენს მიერ ჩატარებულ გასულ სეზონს როგორ შეაფასებ?

    – დადებითადდ შევაფასებდი გუნდმა  შევინარჩუნეთ ადგილი და გავხდი თანაბომბარდირი. სწორედ ეს გახდა იმის საწინდარი, რომ მე დღეს კორეაში ვარ.

    – რა არის შენი კარიერის მიზანი?

    – ჩემი მიზანია ვითამაშო ჩემი ქვეყნისთვის. ვიყო ეროვნული ნაკრების წევრი და მოვხდეთ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე და რა თქმა უნდა გიეონგნამთან ერთად გავხდე კორეის ჩემპიონი.

    Facebook კომენტარები