• 22-06-2023
    გიორგი გაგუა: “ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ”
    გიორგი გაგუა: “ეს მატჩი უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ”

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

    “ჯვაროსნებმა” პორტუგალიას ანგარიშით 2:0 სძლიეს.

    სადებიუტო გოლის ავტორმა, გიორგი გაგუამ მედიის წარმომადგენლებთან ისაუბრა:

    “ვიცოდით როგორ გუნდს ვეთამაშებოდით. მწვრთნელების სწორი გეგმით მივაღწიეთ შედეგს. მადლობაა მინდა ბიჭებს გადავუხადო. ეს მატჩი უკვე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო შეხვედრებზე ვიფიქროთ.

    გუნდურობით და ერთად დგომით დავამარცხეთ პირტუგალია. თუმცა უკვე ბელგიასთან გასამართ შეხვედრაზე უნდა ვიფიქროთ”. - განაცხადა გიორგიმ.

    ცნობისთვის, საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო შეხვედრას 24 ივნისს ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს. 

    Facebook კომენტარები