• 29-01-2024
    ალეხანდრო ბალდე ევრო 2024-ს გამოტოვებს
    ალეხანდრო ბალდე ევრო 2024-ს გამოტოვებს

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელმა, ალეხანდრო ბალდემ ლა ლიგის 22-ე ტურის შეხვედრაში “ვილიარეალის” წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში ტრავმა მიიღო.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ალეხანდრო ბალდე ევრო 2024-ს გამოტოვებს.

    20 წლის ფეხბურთელი ზემოხსენებული დაზიანების გამო 6 თვეზე მეტს გამოტოვებს.

    ცნობისთვის, ბალდემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და ამავე რაოდენობის საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები