• 30-01-2024
    კიტეიშვილი ლიგა 1-ში? - ფრანგული გუნდი ოთარის ტრანსფერზე მუშაობს
    კიტეიშვილი ლიგა 1-ში? - ფრანგული გუნდი ოთარის ტრანსფერზე მუშაობს

    როგორც მოგეხსენებათ, 27 წლის ქართველო ფეხბურთელი, ოთარ კიტეიშვილი გრაცის “შტურმში” ბრწყინვალედ ასპარეზობს.

    გავლენიანი გამოცემა L’equipe-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფრანგული “მეცი” კიტეიშვილის შეძენით ინტერესდება.

    საგულისხმოა, რომ სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, აქედან გამომდინარე ფრანგულ გუნდს ქართველი ნახევარმცველის შეძენა გაუჭირდება.

    შეგახსენებთ, რომ ”მეცის” რიგებში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ასპარეზობს.

    ლასლო ბოლონის გაწვრთნილი გუნდი 19 ტურის შემდეგ 16 ქულით მე-15 პოზიციაზე იმყოფება.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ გიორგის ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.

    Facebook კომენტარები