• 30-01-2024
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა “ანჟეს” წინააღმდეგ
    ცნობილია! - რა შეფასება დაიმსახურა ზურიკო დავითაშვილმა “ანჟეს” წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ბორდოს” ახალგაზრდა შემტევმა, ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის 22-ე ტურის შეხვედრაში “ანჟეს” კარი აიღო.

    გავლენიანი გამოცემა, Sofascore-ს ვერსიით დავითაშვილმა 7.3 შეფასება დაიმსახურა, რაც საკმაოდ სოლიდური მაჩვენებელი გახლავთ.

    ცნობისთვის, ზურიკოს ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 22 მატჩში 2 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ბორდოს” მომდევნო შეხვედრა 3 თებერვალს თბილისის დროით 22:00 საათზე ელის.

    Facebook კომენტარები