• 30-01-2024
    "ამ მიზეზის გამო მან ეს გოლი დაიმსახურა" - რა თქვა "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე
    "ამ მიზეზის გამო მან ეს გოლი დაიმსახურა" - რა თქვა "ბორდოს" მწვრთნელმა დავითაშვილზე

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ლიგა 2-ის 22-ე ტურში ქართველმა ფეხბურთელმა, ზურიკო დავითაშვილმა თავი გოლით გამოიჩინა.

    აღნიშნული დაპირისპირების შემდეგ, "ბორდოს" მთავარმა მწვრთნელმა, ალბერტ რიერამ ქართველზე ისაუბრა.

    "ეს გოლი მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გოლს ვერ იტან გიჩნდება ფსიქოლოგიური წნეხი.

    "წინასწარ ვუთხარი, რომ ეს მატჩი მისი იქნებოდა და ასეც გამოდგა. 

    "თავდაუზოგავი შრომის გამო მან ეს გოლი დაიმსახურა.

    "ის არის ფეხბურთელი, რომელსაც სულ განვითარება სურს. მას აქვს ინდივიდუალიზმი და ამისთვის ბევრს აკეთებს", - თქვა ფრანგული კლუბის თავკაცმა.

    Facebook კომენტარები