• 30-01-2024
    ხვიჩას ხელფასი გაიზრდება? - ჯუღელსა და დე ლაურენტის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
    ხვიჩას ხელფასი გაიზრდება? - ჯუღელსა და დე ლაურენტის შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას ხელფასი დაახლოებით 1.5 მილიონ ევროს შეადგენს, რაც გუნდში ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

    გავლენიანი იტალიური გამოცემის, Calcionapoli24-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აურელიო დე ლაურენტისსა და მამუკა ჯუღელს შორის შეხვედრა შედგა.

    იტალიელმა რეჟისორმა კვარაცხელიას მხარეს 3-4 მილიონი ევრო შესთავაზა, ხვიჩას აგენტი კი 7 მილიონ ევროს ითხოვს.

    ჯერჯერობით უცნობია, მიაღწევენ თუ არა მხარეები საბოლოო შეთანხმებას.

    ცნობისთვის, კვარაცხელია გასულ სეზონში სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელი გახლდათ და ასეთი დაბალი ხელფასი ნამდვილად გასაკვირია.

    Facebook კომენტარები