• 31-01-2024
    ლუკა გაგნიძეს შეთავაზება აქვს! - დატოვებს თუ არა ქართველი მოსკოვის “დინამოს”
    ლუკა გაგნიძეს შეთავაზება აქვს! - დატოვებს თუ არა ქართველი მოსკოვის “დინამოს”

    როგორც მოგეხსენებათ, ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი, ლუკა გაგნიძე უკვე მე-2 სეზონის მოსკოვის “დინამოს” მაისურით ასპარეზობს.

    ლუკას აგენტმა, ირაკლი ლილუაშვილმა თავისი კლიენტის შესახებ ისაუბრა:

    “ლუკას თაობაზე შემოთავაზება გვაქვს, თუმცა ის გუნდს არ დატოვებს. დაზუსტებით შემიძლია გითხრათ, რომ ზაფხულამდე არანაირი ცვლილება არ იგეგმება” - განაცხადა ლილუაშვილმა.

    შეგახსენებთ, რომ ლუკამ კარიერა თბილისის “დინამოში” დაიწყო, შემდეგ კი მოსკოვის “დინამოში” გადავიდა, “ურალსა” და “რაკუვში” განათხოვრების შემდეგ კი კვლავ რუსულ გუნდს დაუბრუნდა.

    მომზადებულია Crystalsport-ის მიხედვით.

    Facebook კომენტარები