• 31-01-2024
    კიდევ ერთი ქართველი "მეცში"?! - რას წერენ მედიაში
    კიდევ ერთი ქართველი "მეცში"?! - რას წერენ მედიაში

    ცნობილმა გამოცემა "L‘Equipe"-მა საქართველოს ნაკრებისა და გრაცის "შტურმის" ფეხბურთელზე, ოთარ კიტეიშვილზე ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    წყაროს ცნობით, არსებობს ალბათობა იმისა, რომ ქართველი ნახვერმაცველი გიორგი მიქაუტაძის "მეცის" რიგებს შეუერთდეს.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი ავსტრიული კლუბის სპორტულმა დირექტორმა ანდრეას შიკერმა გააკეთა.

    "ვფიქრობ, რომ კიტეიშვილი გაზაფხულზე ჩვენთან ერთად იქნება. 

    "მეცის შესახებ ხმები მხოლოდ ხმებია და სხვა არაფერი. ამ კლუბთან კონტაქტი აბსოლუტურად არანაირი ყოფილა", - თქვა შიკერმა.

    ასე რომ, თუ მის განცხადებას დავუჯერებთ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოთარმა ამ მომენტისთვის კლუბი დატოვოს.

    Facebook კომენტარები