• 31-01-2024
    "ეს სიმართლე არ არის" - მამუკა ჯუღელმა ხვიჩაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო
    "ეს სიმართლე არ არის" - მამუკა ჯუღელმა ხვიჩაზე გავრცელებული ინფორმაცია უარყო

    რამდენიმე დღის წინ, "CalcioMercato"-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ხვიჩა კვარაცხელიას წარმომადგენლებმა "ნაპოლისგან" შემოთავაზებულ 4 მილიონ ევრო ანაზღაურებაზე უარი განაცხადეს.

    ამასთან დაკავშირებით კომენტარი ქართველი ფეხბურთელის აგენტმა მამუკა ჯუღელმა გააკეთა.

    "ეს სიმართლე არ არის. კლუბთან ასეთი საუბარი ჯერ არ ყოფილა. ეს ინფორმაცია ჩვენ არ გვაქ.

    "რაღაც საუბრები მიმდინარეობს ახალ კონტრაქტზე, თუმცა ჯერ სერიოზული არაფერია", - თქვა ჯუღელმა.

    Facebook კომენტარები