• 01-02-2024
    კურტის ჯონსი: "ჩემი დრო მოვიდა"
    კურტის ჯონსი: "ჩემი დრო მოვიდა"
    Author of the article
    Aa

    პრემიერ ლიგის 22-ე ტურში "ლივერპულმა" ლონდონის "ჩელსის" უმასპინძლა და მეტოქეს გამანადგურებელი სხვაობით, 4:1 მოუგო. 

    "არისტოკრატთა" რბევა 23-ე წუთზე დიოგუ ჟოტამ დაიწყო, რასაც 39-ე წუთზე კონორ ბრედლის გოლი მოჰყვა. ტაიმის ბოლოს დარვინ ნუნიესმა გააფუჭა პენალტი, თუმცა მასპინძელთათვის ამას ხელი არ შეუშლია, რომ 65-ე წუთზე დომინიკ სობოსლაის ანგარიში გამანადგურებელი გაეხადა. "ჩელსის" მხრიდან ერთი გოლი შეცვლაზე შესულმა კრისტოფერ ნკუნკუმ კი გაქვითა, თუმცა მისი გოლიდან 8 წუთში სტატუს ქუო ლუის დიასმა აღადგინა.

    სტატისტიკაში არ ასახულა, თუმცა სოლიდური თამაში ჰქონდა "ლივერპულის" 23 წლის ნახევარმცველს, კურტის ჯონსს, რომელმაც განაცხადა, რომ ახლა მისი დრო დადგა.

    "ვიტყოდი, რომ უდიდეს სიამოვნებას ვიღებ.

    ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღმართს დაღმართი ცვლიდა - მქონდა ტრავმები და სხვა პრობლემები. პირველად ხდება, რომ გუნდში თავისუფლად ვგრძნობ თავს, ბედნიერი ვარ, გოლები გამაქვს და თანაგუნდელებს ვეხმარები.

    აქ 17 წლის ასაკში მოვედი და ეს ადვილი არ ყოფილა, მაგრამ კლოპს ჩემთან საუბარი არასდროს შეუწყვიტავს. ის ყოველთვის მეუბნებოდა: "შენი დროც მოვა."

    ახლა იმ ეტაპზე ვარ, როცა ჩემი დრო მოვიდა და შანსს ვიყენებ. საკუთარი თამაში გუნდის ფეხბურთისთვის უნდა შემესაბამებინა და ეს გავაკეთე," - უთხრა კურტისმა TNT Sport-ს.

    შეგახსენებთ, რომ "ლივერპულს" პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში 51 ქულა აქვს დაგროვებული და მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 5 ქულით უსწრებს, თუმცა "ქალაქელებმა" ერთი მატჩით მეტიც უნდა ითამაშონ. მომდევნო შეხვედრას მერსესაიდელები 4 თებერვალს, "არსენალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.

    Facebook კომენტარები