• 30-11-2022
    კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ხვალ თურქეთში გაემგზავრება
    კვარაცხელია ნეაპოლში დაბრუნდა და ხვალ თურქეთში გაემგზავრება
    ავტორი
    Aa

    ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის ტრავმის გამო სერია ა-ს ბოლო 3 ტური გაუცდა, ხოლო შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებით გამოწვეული პაუზით ისარგებლა და დროებით სამშობლოში დაბრუნდა.


    "ნაპოლის" იმ ფეხბურთელებისთვის, რომლებიც მსოფლიო ჩემპიონატზე ვერ მოხვდნენ, არდადეგები დასრულდა - დღეს ყველა სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადდება, ხოლო ხვალ 2 კვირიან შეკრებაზე თურქეთში გაემგზავრება.


    "ნაპოლის" თურქულ შეკრებაზე 3 ამხანაგური შეხვედრა აქვს დაგეგმილი. მათი მეტოქეები "კრისტალ პალასი", "ანტალიასპორი" და "კარაგიუმრუკი" იქნებიან.


    რაც შეეხება სერია ა-ს, იტალიის ჩემპიონატი 2023 წლის 4 იანვარს განახლდება, ხოლო "ნაპოლის" რთული შეხვედრა ელის მილანის "ინტერთან".

    Facebook კომენტარები