• 02-02-2024
    არმანდო ბროია “ფულემში” ითამაშებს
    არმანდო ბროია “ფულემში” ითამაშებს

    22 წლის ალბანელი ფეხბურთელი, არმანდო ბროია კარიერას “ფულემში” გააგრძელებს. ინფორმაციას ინგლისური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბროია “ფულემში” 6 თვიანი იჯარით ითამაშებს.

    თუ ბროია 10 თამაშზე ნაკლებს დაიწყებს ძირითად შემადგენლობაში “ფულემს” “ჩელსისთვის” 4 მილიონი გირვანქა სტერლინგის გადახდა მოუწევს.

    ცნობისთვის, 22 წლის თავდამსმხელმა მიმდინარე სეზონში 15 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

    Facebook კომენტარები