02-12-2022

მიულერის პირველი კომენტარი მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: "თუ ეს ჩემი ბოლო მატჩი იყო, მინდა იცოდეთ, რომ..."

ავტორი
მუნდიალის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის შეხვედრაში, გერმანიის ნაკრები კოსტა-რიკას დაუპირისპირდა და მეტოქე 4:2 დაამარცხა, თუმცა საბოლოო ჯამში ჯგუფში ჩარჩა.
პარალელურ შეხვედრაში ესპანეთიs ნაკრები იაპონიასთან 1:2 დამარცხდა. კოსტა-რიკასთან მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან ტომას მიულერმა ისაუბრა, რომლისთვისაც ეს შესაძლოა ბოლო მატჩი იყო სანაკრებო ფეხბურთში:
"თუკი ეს ჩემი ბოლო თამაში იყო, მინდა გითხრათ, რომ დიდი სიამოვნება მივიღე. ჩვენ ერთად ბრწყინვალე მომენტები შევქმენით, ყოველ მატჩში ვცდილობდი მოედანზე ჩემი მაქსიმუმი მეჩვენებინა და ამას სამშობლოს სიყვარულით ვაკეთებდი", - განაცხადა მიულერმა.
ტეგები:
Facebook კომენტარები