02-12-2022

სარეკორდო გაყიდვა - რა თანხა გადაიხადა "შახტარმა" გიორგი გოჩოლეიშვილის ტრანსფერში

ავტორი
გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას დონეცკის "შახტარში" გააგრძელებს. ქართველმა ფეხბურთელმა უკრაინულ გუნდთან საკმაოდ ხანგრძლივი, 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
ცნობილია თანხაც, რომელიც "შახტარმა" "საბურთალოს" გადაუხადა - ქართულმა კლუბმა ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ 1 მილიონი ევრო მიიღო, იტყობინება Transfermarkt.
"საბურთალოსთვის" ეს სარეკორდი გარიგება გახლავთ - გოჩოლეიშვილზე ძვირად აქამდე "საბურთალოს" არავინ გაუყიდია.
აქამდე, ეს სტატუსი გიორგი ხარაიშვილს ჰქონდა, რომლის ტრანსფერითაც "საბურთალომ" 300,000 ევრო მიიღო.
ტეგები:
Facebook კომენტარები