04-12-2022

“საუკეთესო პერფორმანსია, რაც მსოფლიო ჩემპიონატზე მინახავს” - ფერდინანდმა მესი შეაქო

ავტორი
როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ნაკრებმა ავსტრალია ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მატჩის გმირი 35 წლის სუპერვარსკვლავი, ლეო მესი გახდა, რომელმაც ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
"მანჩესტერ იუნაიტედის" და ინგლისის ნაკრების ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა მესის თამაში შეაფასა:
"ეს იყო საუკეთესო ინდივიდუალური პერფორმანსი მსოფლიო ჩემპიონატზე." - განაცხადა რიო ფერდინანდმა.
ცნობისთვის, არგენტინის ნაკრები 1/4 ფინალურ შეხვედრაში მემფის დეპაის და ფრენკი დე იონგის ნიდერლანდებს დაუპირისპირდება.
ტეგები:
Facebook კომენტარები