• 04-12-2022
    ცნობილია! - ითამაშებს თუ არა ნეიმარი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ
    ცნობილია! - ითამაშებს თუ არა ნეიმარი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარ ჯუნიორმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში სერბეთის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში დაზიანება მიიღო.


    ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივრები შიშობდნენ, რომ 30 წლის სუპერვარსკვლავი მუნდიალზე თამაშს ვეღარ შეძლებდა, თუმცა მათი ვარაუდი მცდარი აღმოჩნდა.


    როგორც გაირკვა, ნეიმარ ჯუნიორი სამხრეთ კორეის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობის მიღებას შეძლებს.


    "თუ ნეიმარი სრულ მზადყოფნაში იქნება, მას ძირითად შემადგენლობაში დავაყენებ. მისი თამაში, ექიმების დასკვნაზე იქნება დამოკიდებული. თუმცა ვიტყვი, რომ ჩემთვის უმჯობესი იქნება, თუ ნეიმარი სასტარტოდან დაიწყებს." - განაცხადა ტიტემ.


    ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრაში ბრაზილიის ნაკრების მთავარ ვარსკვლავს სასტარტო შემადგენლობაში უნდა ველოდოთ.

    Facebook კომენტარები