04-12-2022

"მოკალით ალბანელები", - სერბების სამარცხვინო საქციელი მუნდიალზე

ავტორი
მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და მნიშვნელოვანი შეხვედრა სერბეთისა და შვეიცარიის ეროვნულ ნაკრებებს შორის ჩატარდა, სადაც შვეიცარიელებმა 3-2 მოიგეს.
შვეცარიელთა ღირსებას წარმოშობით ალბანელები - გრანიტ ჯაკა და ხედრან შაქირი იცავენ, ალბანელებს კი სერბებთან დალაგებული ურთიერთობა ნამდვილად არ აქვთ.
როგორც ირკვევა, ამ ორი ფეხბურთელის მიმართ სერბი ფანები რასისტულ შეძახილებს არ იშურებდნენ. შვეიცარიელი ფანები ამბობენ, რომ სერბებს ნაციონალისტური ბანერების შეტანის უფლება მისცეს, ისინი კი სკანდირებდნენ - "მოკალით ალბანელები."
როგორც ირკვევა, ფიფა ამ ქეისის გამოძიებას იწყებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები