• 06-02-2024
    პედრიმ ეს უნდა გააკეთოს - ჩავის რჩევა ნახევარმცველს
    პედრიმ ეს უნდა გააკეთოს - ჩავის რჩევა ნახევარმცველს
    ავტორი
    Aa

    ჩავის პედრის საგოლე მოქმედებების ნაკლებობა ანერვიულებს, - წერს Mundo Deportivo-ს ჟურნალისტი, გაბრიელ სანსი.

    სანსის სტატიაში ვკითხულობთ:

    "ჩავის ესმის, რომ "ბარსელონას" კრეატიული და შემტევი თამაში პედრიზე გადის. იგი ამბობს, რომ პედრი თავის როლში საუკეთესოა და ერთ-ერთია იმ რამდენიმე გამორჩეულ ფეხბურთელს შორის, რომლებსაც პოზიციური თამაში სრულყოფილად ესმით.

    მთავარი მწვრთნელი გონსალესს ინდივიდუალურად აჩვენებს ვიდეოებს და ეუბნება, თუ როგორ სურს, რომ მოედანზე იმოქმედოს. ჩავი პედრის გამუდმებით უმეორებს, რომ ხაზების გაჭრა მას საუკეთესოდ გამოსდის.

    ჩავი პედრის დარტყმის გაუმჯობესებისკენაც მოუწოდებს, რათა გოლებსა და ასისტებში სტატისტიკა გაიუმჯობესოს."

    შეგახსენებთ, რომ "ბლაუგრანას" რვიანს მიმდინარე სეზონში სულ 19 მატჩში აქვს მონაწილეობა მიღებული. მის ანგარიშზე 2 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.

    Facebook კომენტარები