• 06-12-2022
    იოშკო გვარდიოლის შეძენით ტოპ გუნდები ინტერესდებიან
    იოშკო გვარდიოლის შეძენით ტოპ გუნდები ინტერესდებიან
    Aa

    მსოფლიოს ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრების შემადგენლობაში ახალგაზრდა ცენტრალური მცველი, იოშკო გვარდიოლი ბრწყინვალედ გამოიყურება.


    როგორც გაირკვა, 20 წლის ფეხბურთელის შეძენით ევროპის წამყვანი გუნდები, "რეალ მადრიდი", ლონდონის "ჩელსი", "მანჩესტერ იუნაიტედი" ინტერესდებიან.


    იოშკო გვარდიოლის აგენტმა, სისიჩმა განაცხადა, რომ ამ ეტაპისთვის არცერთს გუნდთან არ აქვთ პირად კონტრატზე შეთანხმება მიღწეული.


    საგულისხმოა, რომ გვარდიოლს "ლაიპციგთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.


    ცნობისთვის, გავლენიანი გამოცემა, Transfermarkt ხორვატ მოთამაშეს 60 მილიონ ევროდ აფასებს.

    Facebook კომენტარები