• 06-12-2022
    “იუვენტუსი” ტომას მუნიეს შეძენით ინტერესდება
    “იუვენტუსი” ტომას მუნიეს შეძენით ინტერესდება
    Aa

    ესპანური გამოცემა Mundo Deportivo ტურინის "იუვენტუსთან" დაკავშირებით ახალ სატრანსფერო ინფორმაციას ავრცელებს.


    გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონი" ბორუსიის "დორტმუნდის" მარჯვენა მცველის ტომას მუნიეს ტრანსფერით ინტერესდება.


    31 წლის ბელგიელი რამდენიმე წელია რეგრესირებს, რაც მის სატრანსფერო ფასზეც კი აისახა - 2018 წლის ბოლოს მისი ფასი 35 მილიონი ევრო იყო, ახლა კი 7 მილიონ ევროსაც ვერ აღწევს.


    ტომასს გერმანულ გრანდთან კონტრაქტი 2024 წლის 30 ივნისს ეწურება, ამიტომაც, მისი ტრანსფერი "ბიანკონერისთვის" არც თუ ისე რთული საქმე უნდა აღმოჩნდეს, რამეთუ კლუბს, დანილოს გარდა, ნომინალური მარჯვენა მცველი არ ჰყავს.

    Facebook კომენტარები