07-02-2024
ცნობილია! - რა გეგმა აქვს “ბარსელონას” მარკ-ანდრე ტერ შტეგენთან დაკავშირებით
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, კატაონიის “ბარსელონას” 31 წლის გერმანელ მეკარეს, მარკ-ანდრე ტერ შტეგენს დიდი ხნის განმავლობაში დაზიანება აწუხებდა.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტერ შტეგენი “გრანადასთან” და “სელტა ვიგოსთან” გასამართ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს, რათა “ნაპოლისთან” გასამართ შეხვედრაში ფორმაში იყოს.
შეგახსენებთ, რომ ტერ შტეგენმა ბოლოს 2023 წლის 12 ნოემბერს ითამაშა.
ცნობისთვის, “ბარსელონასა” და “ნაპოლის” დაპირისპირება 22 თებერვალს შედგება.
ტეგები:
Facebook კომენტარები