• 07-02-2024
    მარკოს ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია
    მარკოს ალონსოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ვეტერანი ფეხბურთელი, მარკოს ალონსო უკვე ძალიან დიდი ხანია ტრავმირებულია.

    33 წლის ფეხბურთელს 7 დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Diario Sport-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მარკოს ალონსო ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალურ შეხვედრაში “ნაპოლისთან” თამაშს ვერ მოახერხებს.

    ცნობისთვის, ალონსომ მიმდინარე სეზონში მხოლოდ 7 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

    Facebook კომენტარები