• 07-02-2024
    სერგო კუხიანიძე და ვაჟა ნემსაძე “ნარვა ტრასში” ითამაშებენ
    სერგო კუხიანიძე და ვაჟა ნემსაძე “ნარვა ტრასში” ითამაშებენ

    ქართველი ფეხბურთელები, სერგი კუხიანიძე და ვაჟა ნემსაძე კარიერას “ნარვა ტრანსში” გააგრძელებენ. ინფორმაციას ესტონური გუნდი სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ გუნდში მათთან ერთად კიდევ 2 ფეხბურთელი შალვა ბურჯანაძე და ზაქარია ბეგლარიშვილი ასპარეზობენ.

    24 წლის სერგო კუხიანიძემ ახალ გუნდთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 9-ნომრიანი მაისური მოირგო.

    კუხიანიძის მსგავსად 1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა ვაჟა ნემსაძემაც, რომელმაც ახალ გუნდში 7-ნომრიანი მაისური მოირგო.


    Facebook კომენტარები