06-12-2022

უმძიმესი დარტყმა საფრანგეთს? - მბაპემ ვარჯიში გამოტოვა

ავტორი
კილიან მბაპე მიმდინარე მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია, რომელიც ბომბარდირთა დავის მოწინავე პოზიციაზეც იმყოფება.
სულ მალე ფრანგებს 1/4 ფინალურ ეტაპზე უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ელით - მათი მეტოქე ინგლისის ეროვნული ნაკრები იქნება.
L'equipe იტყობინება, რომ შესაძლოა დიდიე დეშამი ამ შეხვედრას უდიდესი დანაკლისით შეხვდეს და კილიან მბაპე დააკლდეს. როგორც ირკვევა, "პსჟ"-ს ვარსკვლავმა საფრანგეთის ბოლო ვარჯიში გამოტოვა.
წყაროს ცნობით, დეშამი, მბაპე და მთავარი ექიმი ვარჯიშის დაწყებამდე დიდი ხნით საუბრობდნენ. საქმე სავარაუდოდ კოჭის დაზიანებასთან გვაქვს, რადგან მბაპეს ეს პრობლემა ტურნირის დაწყებამდეც აწუხებდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები