• 07-02-2024
    "გაკვირვებული ვარ, რადგან მსაჯმა ყვითელი ბარათი ამის გამო მომცა" - შოთა არველაძის განცხადება
    "გაკვირვებული ვარ, რადგან მსაჯმა ყვითელი ბარათი ამის გამო მომცა" - შოთა არველაძის განცხადება
    ავტორი
    Aa

    როგორც იცით, შოთა არველაძის "ფატიჰ კარაგუმრუკმა" თურქეთის თასის 1/8 ფინალში დაძაბულ ბრძოლაში მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა.

    ქართველი სპეციალისტის გუნდმა "სამსუნსპორს" 2:1 სძლია და 1/4 ფინალში გავიდა.

    შეხვედრის შემდეგ შოთამ პრესკონფერენცია გამართა.

    "პირველ რიგში მსურს, რომ მოთამაშეებს გამარჯვება მივულოცოთ. ვაგებდით, თუმცა მატჩი შემოვატრიალეთ.

    "გაკვირვებული ვარ, რადგან მსაჯმა ყვითელი ბარათი ბურთის გადაგდების გამო მომცა. თუმცა ეს ნამდვილად არ გამიკეთებია. 

    "არბიტრს ვესაუბრე, არანაირი უპატივცემულობა არ გამომიხატავს", - თქვა არველაძემ.

    Facebook კომენტარები