• 07-12-2022
    როგორი სქემით შეხვდება “იუვე” 2023 წელს - ალეგრის გეგმა
    როგორი სქემით შეხვდება “იუვე” 2023 წელს - ალეგრის გეგმა
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, ახლა საფეხბურთო სამყაროს ყურადღება ყატარისკენაა მიმართული, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.


    საკლუბო ფეხბურთი წელს ტურინის "იუვენტუსისთვის" უკვე დასრულებულია, გუნდის ფეხბურთელთა ნაწილმა კი ბაზაზე ვარჯიში უკვე განაახლა.


    ცნობილი და გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport "ბიანკონერისთან" დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.


    გამოცემის ცნობით, "ბებერი ქალბატონის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ გადაწყვიტა, რომ კლუბი 2023 წლის პირველ შეხვედრას 3-5-2 ტაქტიკით ჩაატარებს და ნახევარდაცვაში პოგბასაც ვიხილავთ.


    ცნობისთვის, ტურინული გრანდის მეტოქე ზემოხსენებულ მატჩში "კრემონეზე" იქნება

    Facebook კომენტარები