• 22-06-2023
    სად გააგრძელებს კარიერას მამარდაშვილი - ქართველის დამატების ფავორიტი გამოიკვეთა!
    სად გააგრძელებს კარიერას მამარდაშვილი - ქართველის დამატების ფავორიტი გამოიკვეთა!

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრების 22 წლის მეკარე, გიორგი მამარდაშვილი გასულ სეზონში “ვალენსიას” მაისურით საოცრად ასპარეზობდა.

    გავლენიანი იტალიური გამოცემა La Gazzeta Dello Sport-ის ცნობით, ანდრე ონანა უდიდესი ალბათობით მილანის “ინტერს” დატოვებს. მისი ახალი გუნდი ლონონის “ჩელსი” ან “მანჩესტერ იუნაიტედი” იქნება.

    ამავე წყაროს ცნობით, “ნერაძური” ონანას შემცვლელად “ვალენსიას” კარის დარაჯს, გიორგი მამარდაშვილს განიხილავს.

    იტალიური გუნდი მზად არის მამარდაშვილში 25 მილიონი ევრო გადაიხადოს.

    თუ ქართველი მოთამაშის ტრანსფერი არ გამოვიდა, იტალიური გრანდი იან ზომერის ტრანსფერზე გადაერთევბა.

    ცნობისთვის, გიორგი მამარდაშვილმა გასულ სეზონში ლა ლიგა ასი 38 შეხვედრა ჩაატარა, რაც 1999 წლის შემდეგ “ვალენსიას” ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია.

    Facebook კომენტარები