• 08-12-2022
    უარი ბელერინს! - ჰექტორი მოურინიომ დაიწუნა
    [/xfgiven_playerads]
    უარი ბელერინს! - ჰექტორი მოურინიომ დაიწუნა
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონა" ჰექტორ ბელერინის გუნდიდან გაშვებას გეგმავს.


    აქამდე, ესპანელი განაპირა მცველის შეძენით მხოლოდ იტალიური "რომა" იჩენდა ინტერესს.


    როგორც Marca-ს ჟურნალისტმა გაარკვია, "რომამ" 27 წლის ფეხბურთელის შეძენაზე უარი თქვა. 


    ჟოზე მოურინიომ ესპანელი მოთამაშე დაიწუნა და გადაწყვიტა, რომ რიკ კარსპორდის შემცვლელად სხვა ფეხბურთელი მოიყვანოს.


    ჯერჯერობით ბელერინს მსურველი არ ჰყავს და შესაძლოა, 27 წლის ფეხბურთელს სეზონის ბოლომდე "ბარსელონაში" დარჩენა მოუხდეს.

    Facebook კომენტარები