• 09-02-2024
    ცნობილია - რას გეგმავს "ბარსელონა" არაუხოსთან დაკავშირებით
    ცნობილია - რას გეგმავს "ბარსელონა" არაუხოსთან დაკავშირებით

    ჟურნალისტმა, ფერნანდო პოლომ კატალონიის "ბარსელონას" ფეხბურთელის, რონალდ არაუხოს შესახებ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

    მისი თქმით, კატალონიელები 24 წლის მოთამაშესთან ახალი კონტრაქტის გაფორმებას გეგმავენ.

    იწერება, რომ "ლურჯ-ბროწეულისფერები" რონალდის გაყიდვას არ გეგმავენ და მისთვის ახალ ხელშეკრულებას ამზადებენ.

    ცნობისთვის, ურუგვაელ ცენტრალურ მცველს "ბლაუგრანასთან" კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულში ეწურება.

    Facebook კომენტარები