• 11-02-2024
    "ნაპოლი" კვარასთვის ხელფასის მომატებას გეგმავენ" - გავლენიანი იტალიური გამოცემა "Il Mattino"
    "ნაპოლი" კვარასთვის ხელფასის მომატებას გეგმავენ" - გავლენიანი იტალიური გამოცემა "Il Mattino"

    ცნობილი იტალიური გამოცემა, "Il Mattino" "ნაპოლის" ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას, ახალი კონტრაქტის სიტუაციაზე წერს.

    როგორც მოგეხსენებათ, ფეხბურთელის მხარე კლუბისგან მეტ ხელფასს ითხოვს, ნეაპოლურ პრესაში კი ამასთან დაკავშირებით მხარს კვარას უჭერენ:

    "რაც დრო გადის, კვარაცხელია გუნდის დინამიკაში და სათამაშო როლში სულ უფრო ცენტრალური ფიგურა ხდება. გუნდში მის დონეს ხვდებიან და ამის დაფასებას სრულად გეგმავენ. რამდენიმე კვირის წინ, ხვიჩას აგენტები დე ლაურენტისის კარზე აკაკუნებდნენ, ახლა ვითარება შეიცვალა და პრეზიდენტი ფეხბურთელის გარემოცვასთან დაკავშირებას თავად ლამობს"

    "დე ლაურენტისს კვარას დაბევება სურს, რომ სამომავლოდ გუნდი მის ირგვლივ ააშენოს"

    "მოსალოდნელია, რომ მხარეებს შორის აპრილამდე შეხვედრა ჩაინიშნება. სიტუაცია სრულად შეფასდება და ამის შემდეგ, ახალ ხელშეკრულებას იმსჯელებენ. ქართველი ფეხბურთელი წლიურად 1 მილიონ ევროზე ოდნავ მეტს იღებს, რაც სხვა კლუბებისთვის ხელსაყრელი სიტუაციაა და მის გადაბირებას ცდილობენ"

    "ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2027 წლამდეა. ნაპოლის კვარაცხელიასთან ახალი 2-წლიანი კონტრაქტის შეთავაზება და ანაზღაურების 4-ჯერ გაზრდა სურს"

    "ხვიჩა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა და ნაპოლი გეგმავს, რომ მისი ფასეულობა აღიაროს", - წერს გამოცემა.

    Facebook კომენტარები