• 12-02-2024
    თუ ეს მოხდა, ჩავი "ბარსას" ნაადრევად დატოვებს - "DiarioAS"
    თუ ეს მოხდა, ჩავი "ბარსას" ნაადრევად დატოვებს - "DiarioAS"

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელი, ჩავი ერნანდესი "ბლაუგრანას" სეზონის ბოლოს დატოვებს.

    თუმცა, იწერება, რომ ესპანელმა თავკაცმა გუნდი, შესაძლოა, ნაადრევად დაატოვოს.

    გამოცემა "DiarioAS"-ის ინფორმაციით, თუ კატალონიელებმა ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ბარიერი ვერ გადალახეს, უდიდესი ალბათობით "მაესტრო" დაკავებულ თანამდებობას დატოვებს.

    მოგეხსენებათ, "ბარსას" მეტოქე ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლია", რომელიც ასევე არცთუ ისე კარგ ფორმაში იმყოფება.

    ასე და ამგვარად, საინტერესოა, თუ როდის დატოვებს ჩავი "ბარსას" რიგებს.

    Facebook კომენტარები