• 14-02-2024
    “ხვიჩას გამოცდის ჩაბარება მოუწევს” - ანელუჩიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
    “ხვიჩას გამოცდის ჩაბარება მოუწევს” - ანელუჩიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა

    ედისონ კავანის ყოფილმა აგენტმა, კლაუდიო ანელუჩიმ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ Radio Punto Nuevo-სთან ისაუბრა:

    “კვარაცხელია? ის კრასიჩს მაგონებს. მახსოვს როცა იუვენტუსმა კრასიჩი დაიმატა. პირველ სეზონში ჩანდა, რომ ბრილიანტი დაიმატეს, თუმცა შემდეგ გაუჩინარდა. ჩინებული სეზონის შემდეგ ელი, თუ როგორ ჩააბარებს ასეთი ფეხბურთელი ამ გამოცდას.

    სერია ა-ში ერთი რამ საკმაოდ გამაღიზიანებელია. როცა მნიშველოვან ფეხბურთელთან კლუბს კონტრაქტი უმთავრდება, იჯარითაა ან სადმე სურს წასვლა. იტალიაში არ არის იმის კულტურა, თუ რიგორ მოექცნენენ ასეთ მოთამაშეს”. - განაცხადა ანელუჩიმ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიამ მიმდინარე სეზონში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები