• 15-02-2024
    4 მიზეზი, რატომაც მბაპეს "ბარსაში" წასვლა გამორიცხულია
    4 მიზეზი, რატომაც მბაპეს "ბარსაში" წასვლა გამორიცხულია

    ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ფაბრიციო რომანომ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ კილიან მბაპეს "პარი სენ ჟერმენიდან" წასვლა გადაწყვეტილია. 25 წლის მეგავარსკვლავმა თავისი საზაფხულო გეგმების შესახებ პარიზულ კლუბს უკვე შეატყობინა.

    El Chiringuito TV-ის ჟურნალისტმა, ჟოტა ჟორდიმ განაცხადა, რომ კილიანის დამატებით "ბარსელონაცაა" დაინტერესებული, თუმცა SPORT ამ შესაძლებლობას გამორიცხულად მიიჩნევს.

    ესპანურმა გამოცემამ 4 მიზეზიც შემოგვთავაზა, რატომაც მბაპეს "ბარსაში" გადაბარგების შანსი ნულის ტოლია:

    1. მბაპეს ხელმოწერის ბონუსად 130 მილიონი ევროს მიღება სურს.

    2. "ბარსელონას" ფინანსური პრობლემები აქვს.

    3. ფინანსური ფეარ-პლეის პრობლემების გამო, "ბარსა" მბაპეს სასურველ ხელფასს (30 მილიონი ევრო წელიწადში) ვერ შესთავაზებს.

    4. ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ ფეხბურთელმა "რეალში" გადასვლა გადაწყვიტა.

    ასეა თუ ისე, ყველაფერი იმისკენ მიუთითებს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს გეზი "სამეფო კლუბისკენ" აქვს აღებული, ამის საპირწონედ კი კატალონიელებმა რამე უნდა მოიფიქრონ.

    Facebook კომენტარები