• 16-02-2024
    “ბარსელონა” რონალდ არაუხოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს
    “ბარსელონა” რონალდ არაუხოს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს

    როგორც მოგეხსენებათ, რონალდ არაუხო კატალონიის “ბარსელონას” უმნიშველოვანესი ფიგურა გახლავთ.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ლუის როხოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ლურჯ-ბროწეულისფერები” რონალდ ახალ კონტრაქტს შესთავაზებენ.

    საგულისხმოა, რომ ხელშეკრულება 2029-2030 წლამდე იქნება გათვილილი.

    არაუხოს ბოლო პერიოდში არაერთი მსურველი გამოუჩნდა, თუმცა რონალდის მიზანი კატალონიურ გუნდში დარჩენა გახლავთ.

    ცნობისთვის, არაუხომ მიმდინარე სეზონში 1 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები