16-02-2024
ბალდე შესაძლოა გაიყიდოს! - რას ფიქრობენ “ბარსელონაში”
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა მცველი, ალეხანდრო ბალდე მიმდინარე სეზონში არცისე დამაჯერებლად გამოიყურება.
20 წლის მოთამაშე ამჟამად ტრავმირებულია და გუნდს დიდი ხნის განმავლობაში ვეღარ დაეხმარება.
გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბარსელონა” კარგი შემოთავაზების შემთხვევაში ახალგაზრდა მოთამაშე გაყიდის.
ცნობისთვის, ბალდემ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 28 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ტეგები:
Facebook კომენტარები