19-02-2024
რამდენი წუთის სათამაშოდ არის მზად ოსიმენი "ბარსელონას" წინააღმდეგ
Author of the article
როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში კატალონიის "ბარსელონასა" და "ნაპოლის" დაპირისპირებას ვიხილავთ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ შეხვედრისთვის ვიქტორ ოსიმენი ბოლომდე მზად არ არის.
კერძოდ, გამოცემა "Sport"-ის ცნობით, ნიგერიელის ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე მას "ბლაუგრანას" წინააღმდეგ 50-60 წუთის თამაში შეეძლება.
წყარო იუწყება, რომ ნაკლებად სავარაუდოა 25 წლის ფორვარდი "ლურჯ-ბროწეულისფერთა" წინააღმდეგ 90 წუთით ვიხილოთ.
ცნობისთვის, მატჩი ოთხშაბათს, ჩვენი დროით 23:55 საათზე დაიწყება.
ტეგები:
Facebook კომენტარები