• 22-02-2024
    ლამინე იამალმა მორიგი რეკორდი დაამყარა
    ლამინე იამალმა მორიგი რეკორდი დაამყარა

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში “ნაპოლის” ესტუმრა. აღნიშნული მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში “ბარსელონას” 16 წლის ფეხბურთელმა, ლამინე იამალმა ჩემპიონთა ლიგაზე მორიგი რეკორდი დაამყარა.

    ლამინე ევროპის უმთავრესი ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რომელმაც პლეი-ოფის შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო. 

    ცნობისთვის, იამალი სულ რაღაც 16 წლის და 223 დღის გახლავთ.

    Facebook კომენტარები