• 22-02-2024
    იტალიელი გულშემატკივარი გაოგნებულია - რა გააკეთა მოედნიდან გასულმა უკმაყოფილო კვარაცხელიამ
    იტალიელი გულშემატკივარი გაოგნებულია - რა გააკეთა მოედნიდან გასულმა უკმაყოფილო კვარაცხელიამ

    როგორც მოგეხსენებათ, გუშინ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერვედ-ფინალურ მატჩში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" კატალონიის "ბარსელონასთან" ფრე, 1:1 ითამაშა.

    ეს დაპირისპირება პირველი იყო "ნაპოლის" ახალი მწვრთნელისთვის, ფრანჩესკო კალცონასთვის, რომელმაც კვარა 68-ე წუთზე გამოცვალა, ამას კი გულშემატკივრისგან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა.

    მოედნიდან გასვლისას არც თავად ხვიჩა იყო ბედნიერი, მას სახეზე ეტყობოდა უკმაყოფილება და როგორც იტალიური პრესა წერს ქართველმა კალცონას ხელი არ ჩამოართვა.

    დიდი ხანია რაც ხვიჩა ასეთ დრამატულ სიტუაციაში არ გაუყვანიათ, როგორც ჩანს "ნაპოლის" ახალ მწვრთნელ სხვა ხედვები აქვს.

    Facebook კომენტარები