• 22-02-2024
    "აი ამიტომ შევცვალე კვარაცხელია" - კალცონამ მიზეზი გაამხილა
    "აი ამიტომ შევცვალე კვარაცხელია" - კალცონამ მიზეზი გაამხილა

    როგორც მოგეხსენებათ, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში "ნაპოლი" კატალონიის "ბარსელონას" დაუპირისპირდა და გუნდებმა ფრე, ამგარიშით 1:1 ითამაშეს.

    ამ მატჩში "პარტენოპეის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარაცხელია ნაადრევად, 68-ე წუთზე გამოცვალა.

    პრესკონფერენციაზე იტალიელ სპეციალისტს სწორედ ქართველის გაყვანის მიზეზზე ჰკითხეს:

    "კვარა? შეიძლება მისი დღევანდელი თამაში სპექტაკლი და ფანტასტიკური არ იყო, მაგრამ ეს ნორმალურია, როცა მოთამაშეს ცუდი საღამო აქვს. კვარა მუშაობას გააგრძელებს. მას დღეს კაცის მოტყუება დააკლდა, მაგრამ ტაქტიკურად ცუდად არ უთამაშია. მისი მუშაობით საკმაოდ კმაყოფილი ვარ"

    "ლინდსტრომით რატომ შევცვალე? მე სახელებზე არ ვფიქრობ, მოედანზე იმ ფეხბურთელებს ვტოვებ, რომლებიც კარგად გამოიყურებიან. განაცხადში ბევრი კარგი შემტევი მყავს. კვარაცხელია ტოპ ფეხბურთელია და ის გუნდს აუცილებლად გაუწევს დახმარებას, ისევე როგორც გასულ სეზონში", - თქვა კალცონამ.

    Facebook კომენტარები