• 22-02-2024
    "თანაგუნდელებს პატივი უნდა სცეს" - კანავარომ კვარა გააკრიტიკა
    "თანაგუნდელებს პატივი უნდა სცეს" - კანავარომ კვარა გააკრიტიკა

    მოგეხსენებათ, "ნაპოლიმ" და "ბარსელონამ" ჩემპიონთა ლიგის მერვედ-ფინალის პირველ შეხვედრაში ფრე, 1:1 ითამაშეს.

    ამ მატჩიდან, "პარტენოპეის" ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ფრნაჩესკო კალცონიმ ხვიჩა კვარაცხელია 68-ე წუთზე ლინდსტრომით შეცვალა.

    ამ ცვლილებას ქართველი შემტევის უკმაყოფილება მოჰყვა, მან მოედანი აშკარად გაბრაზებულმა დატოვა.

    ამ ჟესტზე კი იტალიური ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ ისაუბრა და კვარა გააკრიტიკა:

    "საჭიროა თანაგუნდელებს სცე პატივი, რომლებიც მოედანზე შემოდიან და რომლებიც შენსავით ყოველდღე ვარჯიშობენ"

    "ახალ მწვრთნელს შეიძლება ასევე შანსის მიცემა სურდეს უფრო დასვენებული ფეხბურთელისთვის, მსგავსი დამოკიდებულებები კი მწვრთნელისთვის პრობლემაა", - თქვა კანავარომ.

    Facebook კომენტარები