• 23-02-2024
    “არ მესმის რატომ შეცვალა კვარაცხელია” - ალესანდრო რენიკამ ხვიჩა შეაქო
    “არ მესმის რატომ შეცვალა კვარაცხელია” - ალესანდრო რენიკამ ხვიჩა შეაქო

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონასა” და “ნაპოლის” შორის გამართული შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

    ცნობილმა იტალიელმა ვეტერანმა, ალესანდრო რენიკამ ხვიჩას შესახებ განცხადება გააკეთა:

    “მწვრთნელს 6.5 ქულით შევაფასებდი, თუმცა კვარას შეცვლა არ მომეწონა. ალბათ, პოლიტანო უნდა შეეცვალა. ქართველი ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელსაც ყოველთვის მხარი უნდა დაუჭირო. ამის მიუხედავად უნდა ვთქვა, რომ შეცვლაზე შესული ფეხბურთელებმა კარგი შთაბეჭდილება დამიტოვეს”. - განაცხადა რენიკამ.

    ცნობისთვის, ხვიჩა კვარაცხელიას გუნდში “ბარსელონას” წინააღმდეგ განმეორებით შეხვედრას 13 მარტს გამართავს.

    Facebook კომენტარები