• 24-02-2024
    “ლომი სანადიროდ გამოვიდა” - როგორ ეხმაურებიან ფრანგი ქომაგები მიქაუტაძის მაგარ თამაშს ლიონთან
    “ლომი სანადიროდ გამოვიდა” - როგორ ეხმაურებიან ფრანგი ქომაგები მიქაუტაძის მაგარ თამაშს ლიონთან

    როგორც მოგეხსენებათ, საფრანგეთის ჩემპიონატის 23-ე ტურის შეხვედრაში “მეცმა” შინ “ლიონი” მიიღო და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

    “მეცის” მხრიდან ერთადერთი გოლის ავტორი ქართველი თავდამსმხელი, გიორგი მიქაუტაძე გახდა, რომელმაც ბრწყინვალე თამაში ჩაატარა.

    ფრანგი გულშემატკივრები გიორგის პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    ლომი სანადიროდ გამოვიდა. მიქაუტაძემ დღევანდელ შეხვედრაში იბრწყინა.

    ჟორჟი დღეს ძალიან კარგი იყო, იმედია პროგრესს გააგრძელებს და ლიგა 1-შო დარჩენაში დაგვეხმარება.

    მეცის მეფე ხარ. მადლობა, რომ დაბრუნდი და გთხოვ აღარასდროს დაგვტოვო.

    გიორგი მიქაუტაძე არის ის, ვინც მეცს გადაარჩენს. ძალიან მიყვარხარ.

    გიორგი მიქაუტაძე ჩვენი ბოლო იმედია. გუნდი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და იმედია, რომ მეფე გვიშველის.

    ასე განაგრძე ჟორჟ, ძალიან მაგარი ხარ და ვამაყობ, რომ ჩვენს გუნდში თამაშობ.

    Facebook კომენტარები