• 25-02-2024
    “მიეცით ამ ბიჭს მეტი სათამაშო დრო” - “კარლსრუეს” გულშემატკივრები ბუდუ ზივზივაძის პერფორმანსს ეხმაურებიან
    “მიეცით ამ ბიჭს მეტი სათამაშო დრო” - “კარლსრუეს” გულშემატკივრები ბუდუ ზივზივაძის პერფორმანსს ეხმაურებიან

    როგორც მოგეხსენებათ, “კარლსრუე” ბუნდესლიგა 2-ის 23-ე ტურის შეხვედრაში “კაიზერსლაუტერნს” ესტუმრა და ანგარიშით 0:4 იმარჯვა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ შეხვედრაში ბუდუ ზივზივაძემ გოლის გატანა მოახერხა, მიუხედავად იმისა, რომ მთავარმა მწვრთნელმა მხოლოდ 3 წუთი ათამაშა.

    გერმანელი გულშემატკივრები ბუდუს პერფორმანსს სოციალურ ქსელში გამოეხმაურნენ:

    მიეცით ამ ბიჭს მეტი სათამაშო დრო. ბუდუ ძალიან მაგარია.

    ბრავო ქართველო ბიჭო, პროგრესი განაგრძე.

    არ მესმის 3 წუთზე მეტი რატომ არ ათამაშა ზივზივაძე ჩვენმა მწვრთნელმა, ეს ბიჭი მუდამ სასტარტო შემასგენლობას იმსახურებს.

    ბუდუ ზივზივაძე ნამდვილი მარგალიტია, იმედია ჩვენს გუნდს წარმატების მიღწევაში დაეხმარება.

    ქართველი ბიჭი საუკეთესოა, იმედია, რომ ის კიდევ დიდხანს დარჩება ჩვენს გუნდში.

    Facebook კომენტარები