• 25-02-2024
    “კვარა ოცნებას გაწყებინებს” - მარეკ ჰამშიკმა ხვიჩაზე ისაუბრა
    “კვარა ოცნებას გაწყებინებს” - მარეკ ჰამშიკმა ხვიჩაზე ისაუბრა

    “ნაპოლის” ლეგენდარულმა სლოვაკმა ფეხბურთელმა, მარეკ ჰამშიკმა ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

    “ხვიჩა კვარაცხელიას რაც შეეხება, კვარა ერთ-ერთია იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებიც ოცნებას გაწყებინებენ. გულშემატკივრებს სურთ, რომ ისეთი არაორდინალური მოძრაობები და ფეხბურთელები იხილონ, როგორიც ჩვენს გუნდში ეზეკიელ ლავეცი იყო”. - განაცხადა ჰამშიკმა.

    შეგახსენებთ, რომ ხვიჩას ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 6 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ კვარას მომდევნო თამაში 25 თებერვალს “კალიარის” წინააღმდეგ მოუწევს.

    Facebook კომენტარები