• 25-02-2024
    რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "კალიარის" წინააღმდეგ
    რა შეფასება დაიმსახურა კვარაცხელიამ "კალიარის" წინააღმდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 25-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას, "ნაპოლიმ" "კალიართამ" ფრე, 1:1 ითამაშა.

    ამ მატჩში "პარტენოპეის" თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ ქართველი 73-ე წუთზე შეცვალა.

    კვარა მეორე ტაიმში გაცილებით აქტიური იყო, ვიდრე პირველში, თუმცა საერთო ჯამში იდეალური თამაში არ ჰქონია.

    გამოცემა "Sofascore"-მა ქართველის თამაში 6.7 ქულით შეაფასა, რაც პირველი ტაიმის შეფასებისგან გამსხვავაბეით უდაბლესი არ ყოფილა.

    ცნობისთვის, პირველ ნახევარში კვარა 6.4 ქულით შეაფასეს, რაც მოედანზე ყველაზე დაბალი შედეგი იყო.

    აქვე გეტყვით, რომ უმაღლესი შეფასება ჯაკომო რასპადორიმ დაიმსახურა 7.4.

    Facebook კომენტარები