• 26-02-2024
    კვარაცხელია და კიდევ ერთი მოთამაშე! - რა მოთხოვნები აქვს დე ძერბის “ბარსელონაში” მოხვედრის შემთხვევაში
    კვარაცხელია და კიდევ ერთი მოთამაშე! - რა მოთხოვნები აქვს დე ძერბის “ბარსელონაში” მოხვედრის შემთხვევაში

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ჩავი ერნანდესმა დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს დატოვებს.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Calcio Mercado-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “ბლაუგრანა” “ბრაიტონის” ამჟამინდელი თავკაცის, რობერტო დე ძერბის დამატებით ინტერესდება.

    რობერტო აღნიშნულ შემოთავაზებაზე თანახმაა, თუმცა ორი მოთხოვნა აქვს. იტალიელ სპეციალისტს მისი გუნდში დანიშვნის შემთხვევაში “ნაპოლის” ქართველი შემტევის, ხვიჩა კვარაცხელიას დამატება სურს. ასევე, მას “ევერტონის” ნახევარმცველი, ამადუ ონანას სურვილიც აქვს.

    ცნობისთვის, “ბარსელონა” დე ძერბის გარდა კიდევ რამდენიმე ვარიანტს განიხილავს მთავარი მწვრთნელის პოსტზე.

    Facebook კომენტარები