• 26-02-2024
    ოფიციალურად: კახა ცხადაძე “გაბალას” მწვრთნელია
    ოფიციალურად: კახა ცხადაძე “გაბალას” მწვრთნელია

    როგორც მოგეხსენებათ, 55 წლის სპეციალისტი, კახა ცხადაძე დიდი ხნის განმავლობაში უმუშევარი გახლდათ.

    კახამ “გაბალა” ჩაიბარა. ინფორმაციას აზერბაიჯანული გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ცხადაძემ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.

    შეგახსენებთ, რომ 55 წლის სპეციალისტს თბილისის “ლოკომოტივში”, თბილისის “დინამოში”, ბოლნისის “სიონში”, საქართველოს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში, ბაქოს “ინტერში”, “ქაირათსა” და “ორდაბასში” უმუშავია.

    აქვე გეტყვით იმასაც, რომ გაბალა აზერბაიჯანის ჩემპიონატში 15 ქულით ბოლო ადგილს იკავებს.

    Facebook კომენტარები